The Blog

ilon
03/10/2021 0 Categories კრიპტოვალუტა

ილონ მასკმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეიკავონ კრიპტოინდუსტრიის რეგულირებისგან

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისგან – ეს აზრი გამოხატა ილონ მასკმა კონფერენცია Code Conference-ზე, კალიფორნიაში –  წერს CNBC. 

”მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის განადგურება შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლებებს შეუძლიათ მისი განვითარების შენელება”, – განაცხადა მილიარდერმა. 

მისი აზრით ციფრულ აქტივებს აქვთ პოტენციალი ტრადიციულ ფინანსებთან შედარებით. მაგრამ კრიპტოვალუტა არ არის საზოგადოების ყველა პრობლემის გადაწყვეტა, აღნიშნა Tesla-ს ხელმძღვანელმა. 

„თავს არ ვთვლი კრიპტოვალუტების დიდ ექსპერტად. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ფასეულობები, თუმცა ეს არ არის „მეორედ მოსვლა“ – განაცხადა მასკმა. 

მან ასევე დააკავშირა კრიპტო ინდუსტრიაზე ჩინეთის ბოლოდროინდელი შეტევა “ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვან პრობლემებთან”. 

”სამხრეთში ახლა არის დროდადრო მიწოდების პრობლემები, რადგან მოთხოვნა აღემატება მოლოდინს. კრიპტოვალუტის მოპოვება არ შეიძლება იყოს ბოლო ფაქტორი ამაში, ” – განმარტა ანტრეპრენერმა. 

მასკი ვარაუდობს, რომ ციფრული აქტივები თავისი არსით „ორიენტირებულია ცენტრალიზებული ხელისუფლების უფლებამოსილების შემცირებისკენ“, რაც ეწინააღმდეგება ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის შეხედულებებს. 

აგვისტოში Tesla-ს ხელმძღვანელი შეუერთდა შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის გაფართოების დაბეგვრის გეგმის კრიტიკას

overclockers.ge