ინტერნეტ სივრციდან საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული კონტენტის დაბლოკვა ინტერნეტ სერვის პროვადერებს შეეძლებათ. შესაბამის კანონპროექტზე საქპატენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ. როგორც საქპატენტის თავმჯდომარე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნულ კანონს იცნობენ, თუმცა მათი მხრიდან მთავარი კითხვა მის ტექნიკურ აღსრულებას უკავშირდება. კერძოდ, თუ როგორ უნდა მოახერხონ სხვადასხვა ვებ-გვერდებიდან კონკრეტული მასალის ისე ამოღება, რომ სრულად ვებ-გვერდის გათიშვა არ მოხდეს.
„დღეს სერვის-პროვაიდერს, რომც უნდოდეს უკანონო კონტენტის დაბლოკვა ინტერნეტში, მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისად ამ კანონით, ეს შესაძლებლობა ისპობა და კონტენტ პროვაიდერი მასალის დაბლოკვის გამო მას ვერ უჩივლებს.
ჩვენ პროვაიდერებთან რამდენიმე შეხვედრა განვახორციელეთ, ეს თემები პრინციპების დონეზე გავიარეთ, აბსოლუტურად ყველა პროვაიდერისგან გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება. ერთადერთი რაზეც ეხლა ვმსჯელობთ არის ამ ყველაფრის ტექნიკური ნაწილი.
ერთადერთი შეშფოთება და კითხვები, რომელიც დაისვა პროვაიდერების მხრიდან, იყო ის, თუ რამდენად მათი ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას კონკრეტულ ნაწარმოებზე წვდომის შეზღუდვა მოხდეს ისე რომ სრულად ვებ-გვერდი არ გაითიშოს“, – განმარტავენ საქპატენტში.
bm.ge