კრიპტო ბანკ Galaxy Digital–ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNN–თან კომენტარში განაცხადა, რომ Altcoin-ების უმეტესობა კრიპტოვალუტის ბაზარს დატოვებს უახლოეს წლებში, Bitcoin კი ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსურ სისტემას.
მან ასევე მოუწოდა ინვესტორებს, ყურადღება არ მიაქციონ ციფრული ოქროს არასტაბილურობას და გადახედონ ბაზრის საერთო სურათს.
„bubble-ბი და მანიები ხდება ისეთი რაღაცეების ირგვლივ, რომლებიც ძირეულად ცვლის ჩვენს აზროვნებას. დეცენტრალიზებული სისტემები ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსებს, ” – ხაზგასმით აღნიშნა ნოვოგრაცმა.
მისი თქმით, Bitcoin-ისადმი მზარდი ინტერესი განპირობებულია ტექნოლოგიის არსით. ნოვოგრაცმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტის ინვესტორებს არა მხოლოდ მოგება აინტერესებთ, არამედ მათ, სავარაუდოდ, სჯერათ ფინანსური სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების.
Galaxy Digital-ის ხელმძღვანელის პროგნოზის თანახმად Bitcoin-ის ფასი ათი წლის განმავლობაში 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. იმავე პერიოდში კრიპტოვალუტების 75% გაქრება ბაზრიდან – დარწმუნებულია ინვესტორი.
ნოვოგრაცმა Bitcoin-ს უწოდა “მომდევნო ინტერნეტი", რომლის ხელიდან გაშვება არცერთ ინვესტორს არ სურს.
ივნისში მან თქვა, რომ პირველი კრიპტოვალუტა არასოდეს გახდება გადახდის ინსტრუმენტი, რადგან მისი ბლოკჩეინი არ არის ადაპტირებული ამისათვის.
overclockers.ge