The Blog

ford
08/11/2021 0 Categories სიახლე

Ford-მა დაიწყო ელექტროძრავების გაყიდვა, რათა ავტომობილების მფლობელებმა თავიანთი შიდაწვის ძრავის მქონე მანქანა ელექტრომობილად აქციონ

Ford-მა დაიწყო ცალკე ელექტრო ძრავების გაყიდვა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გადაკეთებისთვის. საუბარია სისტემაზე, რომელიც ელექტრომობილ Mustang MachE GT-შია გამოყენებული. ელექტროძრავ Eluminator ecrate-ის სიმძლავრეა 281 ცხენის ძალა, ფასი – 3900 აშშ დოლარი. 

ეს ძრავი ჯერ მხოლოდ პირველია შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობისთვის განკუთვნილი ბლოკების სერიაში, რომლის გამოშვებასაც Ford აპირებსმოგვიანებით ძრავს შეუერთდება აკუმულატორის სისტემები, ძრავის კონტროლერები და ბევრი სხვა კომპონენტი. Ford ამგვარად აპირებს გაამარტივოს ტრადიციული ავტომობილების გადაკეთება ავტომობილების დიდი რაოდენობით მფლობელისთვის. ამჟამად ასეთ ცვლილებებს ძირითადად ახორციელებენ მსხვილი კომპანიები ან ენთუზიასტები, რომლებიც შემთხვევით ადგილებში პოულობენ მანქანების გადაკეთებისთვის საჭირო ნაწილებს. 

image.jpeg 

ძრავის პრეზენტაციის ფარგლებში Ford-მა ააწყო 1978 წელს გამოშვებულ კლასიკურ პიკაპ F-100-ის ერთადერთი ეგზემპლარი. იგი აღჭურვილია ორი Eluminator e-crate ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 480 ცხენის ძალა. სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები შეესაბამება Mustang Mach-E GT-ს, თუმცა იგი წარმოდგენილია Ford-ის კლასიკური სატვირთოს სახით. 

image.jpeg 

ელექტრო F-100 მოდელის ინტერიერიც ნასესხებია Mustang Mach-E GT-სგან, საერთო მახასიათებლებს შორისაა 15-დუიმიანი ეკრანი სამართავ პანელზე. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, პიკაპი არ გამოვა სერიულ წარმოებაში. ეს არის იმ ფაქტის დემონსტრირება, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს თავიანთი საყვარელი, შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანის გადაკეთება Ford-ის მიერ შემოთავაზებული კომპონენტებით.

overclockers.ge