The Blog

forbes

Forbes-მა აშშ-ის კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა სიაში „30 30-მდე“

ჟურნალ Forbes-მა კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა ყოველწლიურ სიაში „30 30 წლამდე“, რომელშიც შედიან ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები ბიზნესისმედიისსპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროდან. 

Forbes-ის ყოველწლიურ სია „30 30-მდე“ 20 კატეგორიადაა დაყოფილი. მისი შედგენის დროს მონაწილეები არ უნდა იყვნენ 30 წელს მიღწეულები. 

15-დან 11 პირი წარმოადგენს „ფინანსების“ კატეგორიას. მათ შორის არიან: 

  • ვენჩურული კომპანია Alameda Research-ის თანა-გენერალური დირექტორები კეროლაინ ელისონი და სემ ტრაბუკო; 
  • NFT-მარკეტფლეის OpenSea-ს თანადამფუძნებელი ალექს ატალა; 
  • Bitcoin-ბირჟა CoinList-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ტუბერგენი; 
  • DeFi-პლატფორმა Slingshot-ის ხელმძღვანელი კლინტონ ბემბრი; 
  • ბლოკჩეინ-კომპანია Edge & Node-ის დამფუძნებელი ტეგან კლაინი; 
  • სტრიმინგ ბლოკჩეინ-სერვის Audius-ის ხელმძღვანელი რონეილ რუმბური; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ TaxBit-ის დამფუძნებელი ჯასტინ ვუდვორდი; 
  • კომპანია Fidelity Digital Assets-ის პროდუქტების მართვის დირექტორი ბენ შპიგელმანი; 
  • კრიპტო ETP-ის პროვაიდერ 21 Shares-ის თანადამფუძნებელი ოფელია სნაიდერი; 
  • ბლოკჩეინ-კომპანია TRM Labs-ის თანადამფუძნებელი რაჰუნ რაინა. 

საინფორმაციო პორტალ Blockworks-ის თანადამფუძნებლები მაიკლ იპოლიტო და ჯეისონ იანოვიცი კატეგორია „მედია“-ში არიან, ხოლო PleasrDAO-ს დამფუძნებელი ემილი იანგი – „ხელოვნებაში“. 

სიახლედ იქცა დაარსებული „დიდების დარბაზი“. ამ სიაში შევიდა კრიპტო ბირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბეკმან-ფრიდი, სტარტაპ Stripe-ის თანადამფუძნებელი პატრიკ კოლისონი, ონლაინ-ბროკერ Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი. 

შეგახსენებთ, რომ „30 30-მდე“ სიის წინა ვერსიაში კრიპტოვალუტების ინდუსტრია შვიდი ადამიანით იყო წარმოდგენილი. 

შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი მილიარდერის ყოველწლიურ რეიტინგში შედის ციფრული აქტივების შვიდი ანტრეპრენერი.

overclockers.ge