The Blog

bitcoin

Bitcoin-ის ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული ღირებულების მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია

პირველი კრიპტოვალუტის შექმნის დღიდან დღემდე მისი ბლოკჩეინის საშუალებით გადაცემული თანხის მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 

ამ მაჩვენებლიდან „მომგებიანი მონეტების“ ჯამურმა ღირებულებამ 5.1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, „წამგებიანმა“ – 3.79 ტრილიონი. 

image.jpeg 

Bitcoin-ის ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული კუმულაციური ღირებულება, ასევე “მომგებიანი” და “არამომგებიანი” მონეტების მთლიანი მოცულობები. წყარო: Glassnode. 

ნოემბერში არანულოვანი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობამ დაამყარა რეკორდი 39.21 მილიონიან ნიშნულზე. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა აპრილში – 38.7 მილიონი. 

ინდიკატორის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს კრიპტოვალუტის საცალო მომხმარებელთა რაოდენობისა და ჯაჭვის მთლიანი აქტივობის ზრდაზე. 

image.png 

არანულოვანი ბალანსის მქონე Bitcoin-მისამართების რიცხვის დინამიკა. წყარო: Glassnode. 

ცენტრალიზებულ ბირჟებზე Bitcoin-ის შეთავაზება დაეცა 2018 წლის ივლისის დონემდე. როგორც ჩანს, ბაზრის ბევრი მონაწილე უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხო არაკასტოდიალურ საფულეებს, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიან საინვესტიციო ჰორიზონტებზე.  

image.png

Bitcoin-ის ფასი და ცენტრალიზებული ბირჟების ბალანსების დინამიკა, გამოხატული ათას BTC-ში. მონაცემები: Glassnode, Yahoo Finance. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისიდან Bitcoin-ის ქსელმა აშშ დოლარში უფრო დიდი მოცულობის ტრანზაქციები დაამუშავა, ვიდრე გადახდის სისტემა PayPal-მა. 

overclockers.ge