ჟურნალ Forbes-მა კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა ყოველწლიურ სიაში „30 30 წლამდე“, რომელშიც შედიან ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები ბიზნესის, მედიის, სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროდან.
Forbes-ის ყოველწლიურ სია „30 30-მდე“ 20 კატეგორიადაა დაყოფილი. მისი შედგენის დროს მონაწილეები არ უნდა იყვნენ 30 წელს მიღწეულები.
15-დან 11 პირი წარმოადგენს „ფინანსების“ კატეგორიას. მათ შორის არიან:
- ვენჩურული კომპანია Alameda Research-ის თანა-გენერალური დირექტორები კეროლაინ ელისონი და სემ ტრაბუკო;
- NFT-მარკეტფლეის OpenSea-ს თანადამფუძნებელი ალექს ატალა;
- Bitcoin-ბირჟა CoinList-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ტუბერგენი;
- DeFi-პლატფორმა Slingshot-ის ხელმძღვანელი კლინტონ ბემბრი;
- ბლოკჩეინ-კომპანია Edge & Node-ის დამფუძნებელი ტეგან კლაინი;
- სტრიმინგ ბლოკჩეინ-სერვის Audius-ის ხელმძღვანელი რონეილ რუმბური;
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ TaxBit-ის დამფუძნებელი ჯასტინ ვუდვორდი;
- კომპანია Fidelity Digital Assets-ის პროდუქტების მართვის დირექტორი ბენ შპიგელმანი;
- კრიპტო ETP-ის პროვაიდერ 21 Shares-ის თანადამფუძნებელი ოფელია სნაიდერი;
- ბლოკჩეინ-კომპანია TRM Labs-ის თანადამფუძნებელი რაჰუნ რაინა.
საინფორმაციო პორტალ Blockworks-ის თანადამფუძნებლები მაიკლ იპოლიტო და ჯეისონ იანოვიცი კატეგორია „მედია“-ში არიან, ხოლო PleasrDAO-ს დამფუძნებელი ემილი იანგი – „ხელოვნებაში“.
სიახლედ იქცა დაარსებული „დიდების დარბაზი“. ამ სიაში შევიდა კრიპტო ბირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბეკმან-ფრიდი, სტარტაპ Stripe-ის თანადამფუძნებელი პატრიკ კოლისონი, ონლაინ-ბროკერ Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი.
შეგახსენებთ, რომ „30 30-მდე“ სიის წინა ვერსიაში კრიპტოვალუტების ინდუსტრია შვიდი ადამიანით იყო წარმოდგენილი.
შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი მილიარდერის ყოველწლიურ რეიტინგში შედის ციფრული აქტივების შვიდი ანტრეპრენერი.
overclockers.ge