The Blog

mastercard
08/11/2021 0 Categories Uncategorized

Mastercard ქსელში Bitcoin-გადახდების მხარდაჭერას დაამატებს

საგადახდო გიგანტი Mastercard უახლოეს დროში დააანონსებს საკუთარ ქსელში კრიპტოვალუტების მხარდაჭერას – აცხადებს CNBC. 

ბანკები და მერჩანტები შეძლებენ თავიანთ პროდუქტებში კრიპტოვალუტების ინტეგრირებას. საუბარია Bitcoin-საფულეებზე, საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე კრიპტოვალუტების დარიცხვისთვის, აგრეთვე ლოიალობის პროგრამებზე, რომელთა ქულები შესაძლოა ციფრულ აქტივებში დაკონვერტირდეს. 

Mastercard-ის ციფრული პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა შერი ჰეიმონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა ბანკებს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიონ კრიპტო ბირჟებს. 

საგადახდო ქსელის პარტნიორი გახდება პლატფორმა Bakkt. იგი შუამავალი იქნება კრიპტოვალუტების გაყიდვასა და შენახვაში. 

Bakkt-ის გენერალურ დირექტორ გევინ მაიკლის თქმით კომპანიები შეძლებენ დამოუკიდებლად დააწესონ ტრადიციული ქულების Bitcoin-ში კონვერტირების კურსი და ამით მომხმარებლებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცენ. 

Bakkt-ის აქციებმა სავაჭრო სესია 234%-იანი ზრდით დახურეს. 

შეგახსენებთ, რომ მერჩანტებისთვის კრიპტოვალუტებში გადახდების მიღების შესაძლებლობის მინიჭების გეგმის შესახებ Mastercard-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. 

მაისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საგადახდო ქსელის მომხმარებელთა 40% გეგმავს კრიპტოვალუტების გამოყენებას. 

სექტემბრის დასაწყისში Mastercard-მა განაცხადა, რომ შეიძინა ანალიტიკური კომპანია CipherTrace, რომელიც სპეციალიზებულია ცხრაასზე მეტი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე საეჭვო აქტივობების გამოკვლევაში.

overclockers.ge