The Blog

tesla

Tesla-მ დაიწყო Starlink-ის ტერმინალების დაყენება დამტენ სადგურ Supercharger-ებზე

კომპანია Tesla-მ დაიწყო ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის, Supercharge-ის აღჭურვა თანამგზავრულ ინტერნეტ SpaceX Starlink-ის ტერმინალებით. ინტერნეტის ანტენები უკვე გამოჩნდა ზოგიერთ სადგურზე ფლორიდაში. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს და SpaceX-ს ილონ მასკი აერთიანებთ, რომელმაც ეს ორივე კომპანია დააფუძნა. 

 

მიუხედავად იმისარომ თავად Tesla ჯერჯერობით დუმსშეიძლება ვივარაუდოთრომ ტერმინალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვისმაგალითადდამუხტვის სტატუსის უსადენოდ შესამოწმებლად და საბანკო გადახდების განსახორციელებლად. 

სიახლის წყალობით შესაძლებელი გახდება სადგურების უფრო სწრაფი მუშაობის ორგანიზება დასახლებული ზონებიდან მოშორებულ ლოკაციებზე. გაფართოებული ფუნქციონალურობა მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია აპირებს დაამატოს სხვა ბრენდის ელექტრომობილების დამუხტვის მხარდაჭერა და გაასამმაგოს დამტენი სადგურების რაოდენობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყაროReddit.com 

უნდა აღინიშნოს, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არცერთ სადგურს არ დასჭირდება ასეთი გამტარობა უმარტივესი ოპერაციების ორგანიზებისთვის – “მედიანური” კავშირის სიჩქარე Starlink-ის გამოყენებით აშშ-ში 97 მბ/წმ-ს შეადგენს. დიდი ალბათობით, კომპანია აპირებს მომხმარებელს მიაწოდოს დამატებითი სერვისები – მაგალითად, Wi-Fi-თ უზრუნველყოს სადგურის ვიზიტორები. 

როგორც წესი, ელექტრომობილის მფლობელს დამტენ სადგურზე საკმარისი დროის გატარება უწევს იმისთვის, რომ შეძლოს სატელევიზიო შოუს რამდენიმე მოკლე ეპიზოდის ყურება. ხელმისაწვდომი Wi-Fi-ს პირობებში სადგურზე დროის გაყვანა ბევრად კომფორტული გახდება დამატებით გიგაბაიტებში ფულის გადახდისა და საერთოდ სმარტფონის გამოყენების გარეშე. ამის ნცვლად ელექტრომობილების მფლობელები მანქანის მედიასისტემას გამოიყენებენ. 

overclockers.ge